გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კიდევ ერთ მოწმეს კითხავენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილის, "კაწროს" მეგობარი, დაჩი ბუაძე იკითხება.
"კურიერის" ინფორმაციით, გამოკითხვაზე შევიდა დაჩი ბუაძის კიდევ 2 მეგობარი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. ცალკეა გამოყოფილი არასრულწლოვანთა საქმე, ასევე ცალკე არის გამოყოფილი 11 სრულწლოვანის საკითხი და ცალკე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად განზრახ ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა ჯერჯერობით აღნიშნული ბრალი არც ერთი დაკავებულისთვის არ წარუდგენიათ.