18 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია არა მხოლოდ ოლიგარქად, არამედ რუსეთის ადამიანად - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, კონგრესმენების ახალი წერილი, სადაც ბიძინა ივანიშვილი რუს ოლიგარქად არის მოხსენიებული, ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია მისი ჩამოცილება ხელისუფლებიდან.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია არა მხოლოდ ოლიგარქად, არამედ "რუსეთის ადამიანად."

"ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია არა მხოლოდ ოლიგარქად, არამედ რუსეთის ადამიანად, რომელიც პირდაპირ ახორციელებს ქვეყანაში შიდა ექსპანსიას რუსული გავლენების მიმართულებით. ეს წერილი, ჩვენი მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორების ეს შეშფოთება, რომელიც გამოიხატა ამ მორიგ წერილში, ხაზს უსვამს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია ივანიშვილის ჩამოცილება ხელისუფლებიდან," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამერიკელი კონგრესმენების წერილს ხელს აწერენ ჯოდი არინგტონი, მარკ მალინი, ბილ ფლორსი, ვილ ჰარდი, ბრაიან ბაბინი და რენდი ვებერი. წერილში საუბარია საქართველოში დემოკრატიის კრიზისსა და ოლიგარქიულ მმართველობაზე. კონგრესმენები აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის დროს რამდენიმე საკითხის გათვალისწინებას სთხოვენ .

6 კონგრესმენის ავტორობით წერილი 27 ივლისით არის დათარიღებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან ამერიკული ბიზნესის განდევნას ცდილობს, რაც კერძო სექტორში რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან ინვესტიციების გასაზრდელად კეთდება.

დღის ამბები