23 დეკემბერი 2024,   04:48
ვრცლად
ზუგდიდი-მესტიის ცენტრალური გზა სოფელ იდლიანის მცხოვრებლებმა გადაკეტეს

ზუგდიდი-მესტიის ცენტრალური გზა გადაკეტილია. საავტომობილო გზა სოფელ იდლიანის მცხოვრებლებმა გადაკეტეს. ისინი სოფლიდან 80-იან წლებში დაზიანებული ხიდის აღდგენას ითხოვენ.

სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ ცენტრალურ გზამდე მხოლოდ ერთი საავტომობილო ხიდი აკავშირებთ, როს გამოც ხშირად ათობით კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ. ადგილობრივები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვენ და მათგან კონკრეტული პასუხის მოლოდინში არიან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებს აანონსებენ.

დღის ამბები