11 მაისი 2024,   07:32
ვრცლად
4 წლის წინ ქურდობისა და ყაჩაღობისთვის დაკავებულის ადვოკატის თქმით, შაურიძე უდანაშაულოა და აღიარებით ჩვენებაზე ხელი იძულებით მოაწერინეს

2016 წლის 4 ნოემბერს, ქურდობის და ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი შაურიძის დედამ და მისმა ადვოკატმა, საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს. სასამართლომ მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ადვოკატი და ოჯახის წევრები ბრალს უკანონოს უწოდებენ და მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ, ქალაქის პროკურატურისგან კი შემაჯამებელ განცხადებას ელოდებიან.

"ქალაქის პროკურატურაში დღეს გამოვლენილია ფაქტები, რომ გიორგი შაურიძეს თავისუფლება უკანონოდ ჰქონდა აღკვეთილი, მას ჰქონდა მიყენებული ფიზიკური დაზიანებები და ამასთან, მასზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური და მორალური წნეხი, რის გამოც გიორგი შაურიძე იძულებული გახდა, ხელი მოეწერა აღიარებით ჩვენებაზე,"- აცხადებს გიორგი შაურიძის ადვოკატი ემზარ საბანაძე.

საქმე ეხება 4 წლის წინ მომხდარ ფაქტს. გიორგი შაურიძე 2016 წელს დააკავეს. მას ბრალად ქურდობა და ყაჩაღობა ედებოდა.

სასამართლომ მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამავე თემაზე
დღის ამბები