პროკურატურამ სავარაუდოდ უახლოეს ხანში ის პირები უნდა დაასახელოს, ვისაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 109-ე მუხლით წაუყენებენ ბრალს.
იქნება თუ არა მათ შორის არჩილ გაგნიძე, რომელიც "ტოიოტა ქამრის" მგზავრია, ამ საკითხზე მისი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე საუბრობს "დღის კურიერში" საუბრობს.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალის დამძიმების საკითხს გამოვრიცხავ. იმ პირების მიმართ, რომლებიც "ტოიოტა ქამრიში" ისხდნენ, არ არსებობს მტკიცებულებები, რომ მათ დანაშაული ჩაიდინეს. მე მესმის დაზარალებულების სულისკვეთება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უპირობოდ უნდა გავიზიაროთ ის მოცემულობა, რომელსაც ისინი გვთავაზობენ. საზოგადოების ნაწილს, რომელიც ფიქრობს, რომ "ტოიოტა ქამრის" ავტომობილში მსხდომებმა ჩაიდინეს დანაშაული, მათ პროკურატურამ უკვე პასუხი გასცა. ამ მანქანაში მსხდომებს არ ჩაუდენიათ დანაშაული, ეს ასეა საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე.
გამოძიება ასევე მუშაობს ვერსიაზე - გვამი მერე ხომ არ არის ჩატანილი იმ ტერიტორიაზე.
არჩილ გაგნიძე გამოძიებას სთავაზობდა, რომ ჩატარებულიყო მის მიერ საგამოძიებო ორგანში ჩვენების გადამოწმება, პარადოქსია, მაგრამ ჩვენ ამაზე უარი მივიღეთ იმ არგუმენტით, რომ ამ ეტაპზე არ აქვთ სურვილი საგამოძიებო უწყებამ მსგავსი ტიპის საგამოძიებო მოქმედება ჩაატაროს. ეს მაფიქრებინებს, რომ ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე,"- განაცხადა შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.