18 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო სხდომა 6 საათია გრძელდება

6 საათია მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 6 არასრულწლოვნის წინა სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

6-ივე ბრალდებულთან მიმართებაში გამოძიება უკვე დასრულებულია, თუმცა მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას უკავშირდება. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მათ ბრალი დაუმძიმდეთ, თუ გამოიკვეთება მათი მონაწილეობა იმ საქმეში, რომელიც ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. ეს დანაშაული ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

არასრულწლოვნების ადვოკატები მოსამართლის აცილებას ითხოვდნენ, თუმცა ეს შუამდგომნლობა არ დაკმაყოფილდა. ადვოკატების ნაწილი მიიჩნევს, რომ გამოძიება ჩიხშია შესული, რაც ოქროს მოწმეების რამდენიმეჯერ შეცვლილმა ჩვენებამ განაპირობა.

ადვოკატები იმედს იტოვებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები პატიმრობიდან გათავისუფლდებიან, რადგან, მათი თქმით მტკიცებულებები არასაკმარისია.

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამის ზ.ხ.-ს მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელსაც გამოძიების დეტალებთან დაკავშირებით გიორგი შაქარაშვილის დედასთან შეხვედრა სურს.

"თუ ვინმეს რამე აქვს სათქმელი, სამართლებლივი გზით შეგვხვდეს, მოვიდეს მისი ადვოკატი და გამესაუბროს, რის შემდეგაც გაირკვევა, არის თუ არა ჩვენი ინტერესი მის ოჯახთან შეხვედრა. თუ ის ზღაპრები უნდა მოგვიყვნენ, რასაც ახლა ყვებიან, მაგისი დრო ახლა ნამდვილად არავის აქვს. სასამართლომ ერთი თვით გააგრძელა საგამოძიებო ვადა, ამიტომ თუ რამეს ვფიქრობთ კვალიფიკაციის კუთხით, ვფიქრობთ სწორედ ამ ვადაში,"- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესი რამდენიმე საათია მიმდინარეობს.

დანაშაული ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

დღის ამბები