03 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
მთაწმინდაზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას ყოფილი და მოქმედი პრემიერები დაესწრნენ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა დღის ბოლოს მთაწმინდაზე.

სტუმრებს პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა. ირაკლი ღირიბაშვილმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა, დამოუკიდებლობის დღე კიდევ ერთხელ მიულოცა და 26 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საკუთარ გამოსვლაში ღარიბაშვილმა რიგის სამიტზეც გაამახვილა ყურადღება.

„ამ დღემ რადიკალურად შეცვალა ჩვენი ქვეყნის მომავალი. დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო.  საქართველო არის დემოკრატიული აღმშენებლობის გზაზე. ამ პროცესში ჩვენ გვაქვს ბევრი სირთულეები, მაგრამ ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს მიერ დასახულ გზას. ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად შევძლებთ ერთიან ძლიერ სახელმწიფოში ვიცხოვროთ“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიღებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, კანონმდებლები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. მიღება ფოიერვერკით დასრულდა.

 

 

 

დღის ამბები