03 ოქტომბერი 2024,   19:32
ვრცლად
პრეზიდენტმა აჭარაში სტიქიისგან დაზარალებულები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 22 სექტემბერს აჭარაში სტიქიის შედეგად დაზარალებულები მოინახულა. ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხალაში მეწყერის შედეგად დაზარალებულ ქარცივაძეების ოჯახს ესტუმრა, არსებულ მდგომარეობას გაეცნო და ოჯახს დახმარებას დაპირდა.

ორ-დღიანი წვიმის შედეგად წარმოქმნილმა მეწყერმა ქარცივაძეების ოჯახის საცხოვრებელ სახლს კედელი დაუზიანა. მდგომარეობის შესწავლა უკვე დაასრულეს გეოლოგებმა. ამ დროისთვის დაზარალებულები თავს ნათესავებს აფარებენ.

მარგველაშვილი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშიც მივიდა, სადაც მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაზიანებული ამირან სამნიძე მოინახულა. ექიმის განმარტებით, სამნიძეს მენჯ-ბარძაყის დაზიანებები აქვს. დაზარალებული ამირან სამნიძე მაშველმა გადაარჩინა.

„როგორც ქალაქის დატბორვის, ასევე მეწყერების განვითარების მიზეზებს სწავლობს აჭარის ხელისუფლება. აქ იმიტომ მოვედით, რომ მხარში ამოვუდგეთ აჭარის მთავრობას, აგრეთვე იმისთვის, რომ გვენახა, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები და, ბუნებრივია, დაზარალებული მოქალაქეც მოვინახულეთ. ის არის უაღრესად მადლობელი იმ მაშველის, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა და მედპერსონალის, რომელიც ყურადღებით მუშაობს მასთან,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი დედაქალაქში დაბრუნებას დღეს 23 სექტემბერს გეგმავს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები