საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 12.
ამ ეტაპზე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1,197-ს აღწევს, აქედან გამოჯანმრთელებულია 974 (81%) და გარდაცვლილია 17. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 7,066 ადამიანი, უცხოეთიდან სამკურნალოდ არის ჩამოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე.