26 აპრილი 2024,   11:21
ვრცლად
ბრალდებული ექიმის, ვახტანგ ყიფიანის პატიმრობაში დატოვებას მისი ადვოკატი გაასაჩივრებს

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმის, ვახტანგ ყიფიანისთვის სასამართლოს მიერ შეფარდებულ პატიმრობას მისი უფლებადამცველი ასაჩივრებს. ადვოკატის, სალომე ჯანუაშვილის განცხადებით, დაკავებული უდანაშაულოა და მისი მიმალვის საფრთხეც არ არსებობს. 

"ჩავიბარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ვახტანგ ყიფიანის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმებით. დასაბუთება წავიკითხეთ, რომ თურმე არსებობს რისკი იმისა, რომ მიიმალოს ან ჩაიდინოს ახალი დანაშაული იმ პირობებში, როდესაც ვახტანგ ყიფიანს აქვს მუდმივი შემოსავალი, აქვს სამუშაო ადგილი, ჰყავს ოჯახი. ის განმარტება, რომ ის ჩაიდენს ახალ დანაშაულს, სრულიად მიუღებელი და უსაფუძვლოა და ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები ამასთან დაკავშირებით, რაც ჩვენს საჩივარში აისახება,"-განაცხადა სალომე ჯანუაშვილმა. 

გამოძიება ექიმებს სამსახურებრივ გულგრილობას ედავება. საქალაქო სასამართლომ კლინიკის დირექტორი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, დანარჩენები კი პატიმრობაში დატოვა.

დღის ამბები