09 სექტემბერი 2026,   09:09
ვრცლად
COVID-19 კიდევ ერთ ექიმს დაუდგინდა - ინფიცირებული რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს

კორონავირუსი კიდევ ერთ ექიმს დაუდგინდა.

"კურიერის" ინფორმაციით, ინფიცირებული ექიმი 5 სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს. მათ შორის გორის სამხედრო ჰოსპიტალში, თბილისსა და მცხეთის სამედიცინო დაწესებულებებში.

უცნობია, რამდენად დიდია ინფიცირებულის კონტაქტები. მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

დღის ამბები