03 ოქტომბერი 2024,   02:34
ვრცლად
ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ უძველესი მარანი აღმოაჩინა

მარანი, რომელიც ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა, ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი ათასწლეულის ბოლო საუკუნეებით თარიღდება. მარანში აღმოჩენილი ქვევრების ფსკერზე დალექილ ღვინოს კი მეცნიერების აზრით, სავარაუდოდ, კავშირი აქვს ვაზის იმ უძველეს ქართულ ჯიშებთან, რომელიც ქვემო ქართლშია აღმოჩენილი. არქეოლოგებმა თრელიგორების უძველეს ნასახლარზე მარანთან ახლოს ტაძრის ნაშთებსაც მიაკვლიეს.

ჟურნალ National Geographic-ის ამერიკელი ჟურნალისტი ქართული ღვინის უძველესი კულტურის შესახებ ინფორმაციას მთელი ზაფხულის მანძილზე შეაგროვებს და მკითხველს ვრცელი სტატიის სახით შემოდგომაზე შესთავაზებს.

ეროვნული მუზეუმი უახლოეს პერიოდში ქვევრებში დალექილი ღვინის ლაბორატორიულ კვლევას უზრუნველყოფს.

 

ავტორები: მარიკა გოცირიძე, ბექა ბაღნარიშვილი, დავით ხურციძე, ქეთი ჯაფარიძე

დღის ამბები