03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
არასამთავრობოები ქვეყანაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობენ

15 არასამთავრობო ორგანიზაციის 2 წლიანი ანგარიში მთავრობის მუშაობაზე - სამოქალაქო სექტორს შენიშვნები არაფორმალურ მმართველობაზე და საჯარო სამსახურებში პოლიტიკური ნიშნით გაშვებასთან დაკავშირებით აქვს. 

"ქვეყანა მაინც დგას იმ გამოწვევის წინაშე, რომ ჩვენ გვაქვს არაფორმალური მმართველობა, რაც თავისთავად გავლენას ახდენს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე," - განმარტავს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური. 

ანალოგიური პოზიცია აქვს ფონდ «ღია საზოგადოება - საქართველოს» აღმასრულებელ დირექტორს

"რჩება სერიოზული გამოწვევები. მაგალითად, არაფორმალური მმართველობის ნიშნები. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ყოფილი პრემიერის გავლენაზე მთავრობის გადაწყვეტილებებზე, რაც, იმედი გვაქვს, რომ დროსთან ერთად შემცირდება," - აცხადებს ქეთევან ხუციშვილი. 

გამოთქმულ შენიშვნებს არ ეთანხმება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი

"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დღეს ინსტიტუტები მართავენ ქვეყანას არა კონკრეტული პიროვნებები, როგორც ჩვენ ეს სამწუხაროდ გვქონდა. რაც შეეხება კოორდინაციის ნაკლებობას, ვფიქრობთ, რომ მთავრობა კოორდინირებულია, უწყებები მუშაობენ გამართულად. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ყველაფერი იყოს უკეთ, მაგრამ ასეთი ფორმით გამოთქმულ შენიშვნას არ ვიზიარებთ," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.  

 

ავტორი: ნინო სამყურაშვილი

დღის ამბები