19 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
იუსტიციის მინისტრმა დაბა ჩოხატაურში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

საქართველოს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა დღეს კიდევ ერთი საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. თეა წულუკიანმა ახალი საზოგადოებრივი ცენტრი დაბა ჩოხატაურში საზეიმო ვითარებაში გახსნა.

საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც გურიის რეგიონში რიგით მეექვსე, ხოლო საქართველოს მასშტაბით 81-ეა, 200-ზე მეტ სერვისს აერთიანებს. აქვეა განთავსებული ბიბლიოთეკა, კომპიუტერული სივრცე და საკონფერენციო დარბაზი. მოქალაქეებს, ასევე საბანკო სერვისის მიღების შესაძლებლობაც აქვთ.

დღის ამბები