09 სექტემბერი 2026,   09:30
ვრცლად
ფოთში მამაკაცმა რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა 

ინციდენტი ფოთში - ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ფოთის პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, თვითდაზიანების მიყენება სცადა. თამაზ გრატიაშვილმა სხეულზე ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.

გრატიაშვილი ფოთის პოლიციის თანამშრომლებმა ივნისის თვეში ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, როგორც თავად ამტკიცებს, დაკავების პროცესში სამართალდამცავებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს, რის გამოც მან გენერალურ ინსპექციაში სარჩელიც შეიტანა.

მისი თქმით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სამართალდამცავები მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და სარჩელის გამოტანას თხოვენ.

"დღეს გადავისხი ბენზინი 5 ლიტრი და კიდევ ვაპირებ მსგავს რაღაცებს. არ წყდება ფიზიკური შეურაცხყოფები, დღეს დამირეკეს ტელეფონზე, დათო ოდიშარია პირადად მესაუბრა, რას აკეთებო, საჩივარი გამოიტანეო. უკანონობაა ქვეყანაში," - განაცხადა თამაზ გრატიაშვილმა.

დღის ამბები