03 ოქტომბერი 2024,   02:35
ვრცლად
ქართული ოცნების 2 წელი - მესამე სექტორი არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს

ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას არასამთავრობოები ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად ასახელებენ. გადაწყვეტილების მიღება არაოფიციალური პირის მხრიდან და სახელწიფო ინსტიტუტების უპატივისმცემლობა კი ის პრობლემებია, რომელიც მესამე სექტორის აზრით ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას აფერხებს.

15-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ქართული ოცნების მმართველობის ორწლიანი ანგარიშის პირველი თავი სწორედ არაფორმალური მმართველობის საკითხებს დაუთმო.

არასამთავრობოების შენიშვნების ერთ-ერთი მთავარი ადრესატი არაფორმალური მმართველობის პრობლემას ქვეყანაში არ აღიარებს. მთავრობამ მესამე სექტორის საპასუხო ანგარიში მოამზადა. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილებებს არა ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, არამედ სახელმწიფო უწყებები იღებენ.

არაფორმალურ მმართველობას, რომელსაც პრობლემად არ მიიჩნევს მთავრობა, ქვეყნის მთავარ გამოწვევად ასახელებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაც. 

უწყებებიდან, არასამთავრობოების მტკიცებით, ყველაზე მეტად პოლიტიკური გავლენა ძალოვან სამინისტროებზე და პროკურატურაზე რჩება.

არასამთავრობოების მიერ მომზადებულ ანგარიშში ხელისუფლებამ კრიტიკა დაიმსახურა შსს-ს რეფორმირების, გენინსპექციის მუშაობისა და უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხითაც. 

ავტორი: ნინო სამყურაშვილი

 

ამავე თემაზე
დღის ამბები