ალეკო ელისაშვილმა ქუთაისში იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
პარტია "მოქალაქეების" სახელით ქუთაისის ოლქში მაჟორიტარობისთვის იოსებ კენჭაძე, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში კი დავით გიორგაძე იბრძოლებს.
ალეკო ელისაშვილის თქმით, ორივე კანდიდატი საკუთარი საქმის პროფესიონალი და სუფთა წარსულის ადამიანია.
პრეზენტაციას პარტიის მხარდამჭერები და ადგილობრივი მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.