03 ოქტომბერი 2024,   02:37
ვრცლად
ზელიმხან ხანგოშვილზე თავდასხმის ვერსიებზე ექსპერტები საუბრობენ

სტაბილუარდ მძიმე მდგომარეობაშია ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ზელიმხან ხანგოშვილი. თავდასხმა მასზე გუშინ დილით მოხდა. შეიარაღებულმა პირმა მას საკუთარ სახლთან ესროლა. ხანგოშვილს ოთხი ტყვია მოხვდა.

ზელიმხან ხანგოშვილი ჩეჩნეთის ომის მონაწილეა და მისი სახელი ლაფანყურის ოპერაციასაც უკავშირდება. ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ თავდასხმა სწორედ მისი წარსული საქმიანობით იყოს გამოწვეული. ისინი გამორიცხავენ ლაფანყურის სპეცოპერაციასა გუშინ მომხდარ ფაქტს შორის კავშირს.

მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები აქვთ ექსპერტებსაც. "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" დირექტორი ხანგოშვილზე თავდასხმასთან რუსულ კვალს ვერ ხედავს.

„მე ვიცი, რომ დაახლოვებული იყო ანტიტერორისტულ ცენტრთან თავის დროზე, ამას ცენტრის თანამშრომლები ამბობდნენ. რუსული სპეცსამსახურების მოწყობილი რომ ყოფილიყო, სხვა შედეგი დადგებოდა, უფრო სამწუხარო. დაჭრის ფორმაც მიმანიშნებს, რომ არაპროფესიონალი მოქმედებდა,“ - განმარტავს მამუკა არეშიძე.

საპირისპირო მოსაზრება აქვს „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტს
„ძნელია, რომ არ დავინახოთ რუსული კვალი. შესაბამისად, ყველა, ვინც რაიმე შეხებაში იყო ამ ფაქტთან, ინტერესის საგანი იქნება რუსული სპეცსამსახურების. ამიტომ, იმის თქმა, რომ მომხდარს  ლაფანყურთან არ აქვს კავშირი, გამიჭირდება,“ - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.  

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაჭრილის დაკითხვა ვერ ამ დრომდე მოხერხდა. გამოძიება სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. შსს-ს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 

დღის ამბები