19 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
"აქ ძალით ჩამომიყვანეს, გათხარე ორმო, უნდა მოგკლათო" - ასპინძაში მომხდარი ინციდენტისას დაზარალებული "კურიერთან" დეტალებს ჰყვება

ასპინძის რაიონის სოფელ ხიზაბავრას ყოფილი რწმუნებული და მისი მეგობარი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

"კურიერთან" 22 აგვისტოს ღამეს იხსენებს თავად დაზარალებული. 

"აქ ძალით ჩამომიყვანეს. გათხარე ორმო, უნდა მოგკლათო. სანამ მანქანიდან ამ ადგილზე მომიყვანეს მცემდნენ. ფულს მთხოვდნენ, მოიტანეო. თან მაგინებდნენ თან მირტყავდნენ, თავში ყურში და ყბაში. ჩაიწერეს, რომ ვითომ მე ავიღე. 23 აგვისტოს 590 ლარი უნდა მიმეტანა. სოფელში რომ ჩავედით, მეზობლებმა - შეურიგდიო. საჩივარი გამოვიტანე და ახლა არცერთის პატიმრობას არ ვითხოვ,"- უთხრა "კურიერს" დაზარალებულმა მანუჩარ მურადაშვილმა.

ბრალდებულების ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალდებას ნაწილობრივ აღიარებენ. 

"გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ჩაუდენიათ, ბრალს სრულად ვერ აღიარებენ,"- აცხადებს დაკავებულების ადვოკატი ნინო დემეტრაძე.

დღის ამბები