19 მაისი 2024,   04:37
ვრცლად
ქობულეთში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა

ქობულეთში, სტატისტიკის სამსახურის ყოფილ შენობაში შესახლებულმა ერთ-ერთმა პირმა მერიის შენობაში ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, აქციაში მონაწილე ერთი ქალბატონი კი შეუძლოდ გახდა და ამ დროისათვის ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში არის გადაყვანილი.

სადავო შენობაში თვითნებურად შესახლებულია 12 ოჯახი, რომლებიც აცხადებენ, რომ სანამ მერის, მირიან ქათამაძისაგან ოფიციალურ გარანტიას არ მიიღებენ საცხოვრებელი ფართების დაკანონებაზე, ისინი პერმანენტულად გამართავენ აქციებს, რადგანაც არ სჯერათ ოფიციალური პირების სიტყვიერი დაპირებებისა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის, მირიან ქათამაძის განცხადებით ისინი მუშაობენ პრობლემის მოსაგვარებლად, აქვთ გარკვეული მოლაპარაკებები შენობის მესაკუთრე ინვესტორთან და მოსახლეობას სთხოვენ, წარმოადგინონ ზუსტი სია ოჯახის წევრებისა და მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართების.

დღის ამბები