19 მაისი 2024,   07:22
ვრცლად
"სააკაშვილის მდარე დრამატურგიას და ნიანგის ცრემლებს სჭირდება პასუხის გაცემა" - დავით მათიკაშვილი

დღეიდან პარლამენტმა მუშაობა საშემოდგომო სესიით განაახლა. სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა იყო მიხეილ სააკაშვილის კლიპი და მისი ჩამოსვლის თემა.

"ჩვენ ვნახეთ სააკაშვილის კლიპი, სადაც ის იხდის ბოდიშს და აანონსებს ჩამოსვლას. უბრალოდ, ერთი რამ ვერ გათვალეს - უმძიმეს დანაშაულს, რომ შეცდომის დონეზე ჩამოაქვეითებ, ამას ხალხში დადებითი კი არა, უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვება,"- განაცხადა სოფო კილაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ქმედება იყო "მდარე დრამატურგია".

"სააკაშვილის მდარე დრამატურგიას და ნიანგის ცრემლებს სჭირდება პასუხის გაცემა. ალბათ უკვე ყველა კითხვას გაეცა პასუხი. თქვენ თვითონ კარგად ნახეთ თქვენი ბელადის პოზიცია და ბოდიშები,"- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

თინათინ ბოკუჩავამ კი მმართველ გუნდს მიმართა და უთხრა, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილის გულწრფელობას ვერ ინელებენ.

"ვერ ინელებთ მიხეილ სააკაშვილის აღმშენებლობის უნარს, ვერ ინელებენ მის გულწფელობას, აი ეს არის მათი აგრესიის მთავარი მიზეზი,"- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

დღის ამბები