18 მაისი 2024,   14:20
ვრცლად
ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება - აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. მინსკის ქუჩებში ათასობით სტუდენტი გამოვიდა. პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე დააკავეს რამდენიმე პირი.

საპროტესტო ტალღა ბელარუსში 9 აგვისტოს დაიწყო. დემონსტრანტები პრეზიდენტს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ და არჩევნების ხელმეორედ დანიშვნას მოითხოვენ.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბელარუსი ჩინოვნიკებისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს. ხელისუფლების 30 წარმომადგენელს, მათ შორის ლუკაშენკოსაც, ქვეყანაში შესვლა უკვე აუკრძალა ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა.

დღის ამბები