18 მაისი 2024,   14:18
ვრცლად
ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებები არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის ლაბორატორიებში - იური შვიტკინი

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი აცხადებს, რომ რუსეთი არ არის დაკავებული "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დამზადებით და მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ის ტერიტორიებზე არსებობს. ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა სააგენტო "რია ნოვოსტის" განუცხადა.

"ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენ არ ვართ დაკავებული მსგავსი ტიპის ქიმიური ნივთიერებების დამზადებით. არსებობს ინფორმაცია, რომ ასეთი იარაღი, ასეთი ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებები არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის ლაბორატორიებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში," - განაცხადა შვიტკინმა.

მან ასევე რუსეთის მიმართ ალექსეი ნავალნის საქმეზე ბრალდებებს აბსურდული უწოდა.

დღის ამბები