კახეთში კორონავისრუსის შემთხვევა დაფიქსირდა. "კურიერის" ინფორმაციით, ინფიცირებული ქალი პროფესიით ექიმია და ის ერთდროულად, თბილისის რამდენიმე კლინიკაში მუშაობს.
შუახნის ქალი სიმპტომების გამოვლენისას, სტუმრად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში იმყოფებოდა, საიდანაც საავადმყოფოში გადაიყვანეს covid-19 დაუდასტურდა.
ამ წუთებში, ყველა შესაძლო კონტაქტის შესწავლა მიმდინარეობს, ვირუსის დაფიქსირების გამო, კახეთში დღეიდან კვალავ ამოქმედდება საკოორდინაციო შტაბი.