22 დეკემბერი 2024,   15:54
ვრცლად
"ოცნება" 55.7%, ენმ - 16.2% - Survation-მა "რუსთავი 2-ის" დაკვეთით კვლევა გამოაქვეყნა

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა 26 აგვისტოდან 2 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა და 1205 გამოკითხულს მოიცავს.

კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, თუ რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, 55.7%-მა "ქართული ოცნება" დაასახელა. სხვა პარტიების პროცენტული წილი ასე გადანაწილდა:

"ნაციონალური მოძრაობა" - 16.2%

 "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი" - 6.0%

"ევროპული საქართველო" - 5.6%

"ლეიბორისტული პარტია" - 4.5%

"პატრიოტთა ალიანსი" - 3.9%

"ლელო" - 3.7%

"გირჩი" - 2.2%

"ერთიანი საქართველო" - 1.0%

"თავისუფალი დემოკრატები" - 0.5%

სხვა - 0.7%

კითხვაზე, თუ რამდენად ხართ დარწმუნებული, რომ საპარლამენტო არჩევნებში სწორედ ამ პარტიას დაუჭერთ მხარს, პასუხები ასე გადანაწილდა:

სრულიად დარწმუნებული ვარ - 64.8%

მეტნაკლებად დარწმუნებული ვარ - 26.4%

მხოლოდ მცირედ ვარ დარწმუნებული - 4.1%

სრულიად არ ვარ დარწმუნებული - 4.0%

მონაცემების შეგროვების მეთოდი - კვლევის მეთოდი პირისპირ ინტერვიუებია რესპონდენტების სახლში, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა სქესისა და საარჩევნო ასაკის მქონე ადამიანებში ჩატარდა. ამ კვლევის ცდომილება 2-დან 3%-მდე მერყეობს. 

Survation -ის მეთოდოლოგია განსხვავებულია და კვლევაში არ ითვალისწინებს იმ ადამიანებს, ვინც პასუხს არ სცემს რამდენჯერმე დასმულ კითხვაზე.

დღის ამბები