03 ოქტომბერი 2024,   00:37
ვრცლად
მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე დღეს პარლამენტში იმსჯელებენ

მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ დეპუტატ გოგა ხაჩიძის ინიციატივაზე იმსჯელებენ დღეს ბიუროს სხდომაზე.

კანონპროექტის მიხედვით, განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონო შეძენა - შენახვა ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება.

ასევე მომხმარებელი პირველ ჯერზე 500 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში - 300 ლარით.

ინიციატივას მხარს უჭერენ ნაციონალურ მოძრაობაში. თავისუფალი დემოკრატებისა და ქართული ოცნების წევრებს კი მიაჩნიათ, ეს საკითხი ექპსერტთა კონსულტაციის საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები