18 მაისი 2024,   14:18
ვრცლად
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა "ნიუ-იორკ თაიმსი" გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალებისთვის გახდა ცნობილი, ალექსეი ნავალნი უკვე ესაუბრა გერმანიის პროკურატურის წარმომადგენელს, რომელთანაც განაცხადა, რომ რუსეთში დაბრუნებას გეგმავს, როგორც კი ამას შეძლებს.

შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გუშინ აპარატიდან მოხსნეს, გავრცელებული ცნობებით, მას უკვე აქვს გადაადგილებისა და საუბრის შესაძლებლობა.

დღის ამბები