27 აპრილი 2024,   05:24
ვრცლად
მოზარდებზე გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი - საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

მოზარდებზე გარყვნილი ქმედების ბრალდებით კახეთში არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით დაკავებულმა ორი მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, რის შემდეგაც მას სრულწლოვანმა მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ ისიც დააკავეს. დანიშნულია ექსპერტიზები, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები

"კურიერმა" გაარკვია, რომ შემთხვევას 3 დაზარალებული ჰყავს ერთ-ერთი არის 9 წლის მოზარდი, რომლის დედაც "კურიერთან" ყვება, რომ ნათესავურ კავშირში მყოფი პირი მის შვილზე ერთი წლის განმავლობაში ძალადობდა. მშობლის თქმით, მოძალადე მის შვილთან გარყვნილ ქმედებას დანის მუქარით სჩადიოდა.

ადგილობრივების თქმით, ბოლო შემთხვევის დროს არასრულწლოვნები მოძალადე არასრულწლოვნისგან მეზობელმა ქალმა დაიხსნა.

გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებული არასრულწლოვნისთვის დაზიანების მიყენებას ედავებიან დაზარალებული ბავშვების მამას, რომელიც ამ ეტაპზე ასევე დაკავებულია. დაკავებული კაცის ოჯახის წევრები მის გათავისუფლებას ითხოვენ და ამ მიზნით სოფლის მოსახლეობამ  ხელმოწერები შეაგროვა.

დღის ამბები