03 ოქტომბერი 2024,   00:35
ვრცლად
„არ დაიჭირო!“ - მარიხუანას დეკრიმინალიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით ითხოვენ

კანონის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი არაერთგვაროვანია, თუმცა აქციით ხვალ საკუთარ აზრს მოქალაქეთა მხოლოდ ის ნაწილი დააფიქსირებს, რომლისთვისაც მარიხუანას მოხმარების გამო პატიმრობა დაუშვებელია. სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასა და მარიხუანას დეკრიმინალიზაციას სამოქალაქო საზოგადოების წევრები მთავრობის კანცელარიასთან მოითხოვენ.

მათი აზრით კანონის ლიბერალიზაცია ქართულ საზოგადოებაში გაუთვალისწინებელ სირთულეებს არ შექმნის. საზოგადოებრივი მოძრაობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები თბილისის გარდა ხვალ აქციებს ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბოლნისშიც გეგმავენ.

დეკრიმინალიზაციის საკითხზე მუშაობა კანონმდებლებმაც დაიწყეს. დეპუტატ გოგა ხაჩიძის ინიციატივის განხილვა, რომელიც პატიმრობის ნაცვლად, ადმინისტრაციულ ჯარიმებს ითვალისწინებს, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაიწყო.

ავტორები: ქეთი ნადიბაიძე, ნინო სამყურაშვილი, ტატო გურგენიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები