26 აპრილი 2024,   20:21
ვრცლად
აჭარაში კორონავირუსზე ჩატარებული 3500-ზე მეტი ტესტიდან 116 დადებითი აღმოჩნდა

აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 3500-ზე მეტი PCR კვლევა ჩატარდა, აქედან 116 კოვიდდადებითი აღმოჩნდა. 24 პირი დღეს გაწერეს კოვიდცენტრიდან, დღის ბოლომდე კი 4 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. ინფიცირებულთაგან უმრავლესობა წინა დღეებთან გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტებია.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირების ერთეული შემთხვევები აჭარის მუნიციპალიტეტებშიც ფიქსირდება. დღეს გამოვლენილ შემთხვევებიდან 1 პირი შსს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელია, რის გამოც 1 დღით სააგენტო დაიკეტა. მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები და ეპიდემიოლოგიური კვლევები.

აჭარაში სტაციონარში 486 ინფიცირებული მკურნალობს, 347 კი კარანტინში. 116 პაციენტს პნევმონია აღენიშნება, 14 ინფიცირებული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მათგან 5 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

დღის ამბები