03 ოქტომბერი 2024,   00:43
ვრცლად
რუსთავის არქივის შენობა და გახსნიდან 2 თვეში გაჩენილი კითხვები ნაგებობის ხარისთან დაკავშირებით

გახსნიდან 2 თვეში ქალაქ რუსთავის არქივის შენობის ხარისხი სადავო გახდა. შენობის უხარსისხობა ადვილი შესამჩნევია, თუმცა მისი აშენება სახელმწიფო ბიუჯეტს 2 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა.

იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ამ ნაგებობით ინტერნეტ-ტელევიზია „ფრეშ ნიუსიც“ დაინტერესდა. მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ მშენებლობაზე ნებართვის უფლება შ. პ. ს "ალიანსმა" მოიპოვა. ტენდერით გათვალისწინებული ერთ-ერთი მთავრი პირობა კი შენობის ჰოლანდიური მასალებით აშენება იყო. „ალიანსმა“ კი მშენებლობისთვის არა ჰოლანდიური, არამედ ინდური წარმოების მასალა გამოიყენა.

შენობის დაბალი ხარისხიანობის გამო, კომპანიისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. არქივის მშენებლობის პარალელურად, თბილისის მერიამ შ.პ.ს „ალიანსს“ კიდევ ერთი, ამჯერად 8 მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმა. 

თბილისი მერიის კეთილმოწყობის სამსახურში დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილება კომპანიის სანდოობით ახსნეს.

ავტორები: ეკო მაღრაძე, დავით ხურციძე, თამარ შალოშვილი. 

 

დღის ამბები