03 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
ნიკო ფიროსმანის შედევრი "არსენალის მთა ღამით" ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა

გადაცემა „ოცი ოცდაათის“ ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილმა მილიონ 200 ათას დოლარად შეფასებული "არსენალის მთა ღამით" ლონდონში გუშინ ღამით შეიძინა. როგორ შეისყიდა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პირველ ივნისს აუქციონზე გამოსატანი ნამუშევარი ერთი დღით ადრე, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ნახატი ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა.

მყიდველის შესახებ ვერ საუბრობენ კულტურის სამინისტროში. მიხეილ გიორგაძის განმარტებით ტილოს ახალი მფლობელის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ მიუღიათ.

"კრისტის" აუქციონამდე ფიროსმანის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი ”არსენალის მთა ღამით“ "სოტბის" აუქციონზე მილიონ 200 ათასად გაიყიდა, ამიტომ ხელოვნებათმცოდნეების წინასწარი ვარაუდით ტილოს შეძენისთვის ამჯერად ბევრად მეტი იქნებოდა საჭირო.

3 ივნისს ლონდონის "მაკდუგალის" აუქციონზე კიდევ ერთი ქართველი მხატვრის ნამუშვარს გამოიტანენ. დავით კაკაბაძის იმერეთი 40 ათას ფუნტად არის შეფასებული.

ავტორები: სალომე ბენაშვილი

 

ამავე თემაზე
დღის ამბები