26 აპრილი 2024,   13:51
ვრცლად
თბილისში უშაკოვის ქუჩაზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ბანერი დააზიანეს

თბილისში, უშაკოვის ქუჩაზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ბანერი დააზიანეს. პარტიაში ვანდალიზმის გახშირებული ფაქტების დროულად გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი მათი მზარდი რეიტინგით იყოს გამოწვეული.

პოლიტიკური მოძრაობა პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

"ეს არის ჩვენი პარტიის წინააღმდეგ მიტანილი იერიში. როგორც ჩანს, მათ აღელვებთ ჩვენი მზარდი რეიტინგი და ეს არის ალბათ ამით განპირობებული. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ როგორც მერიის შესაბამის სამსახურებს, ასევე პოლიციას, კანონის ფარგლებში იმოქმედონ. დამრღვევები ყველა კანონის, რომელიც ასეთ ქმედებებს ახორციელებენ, მათ წინააღმდეგ იყოს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმართული," - განაცხადა პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" სპიკერმა, თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები