ომბუდსმენის აპარატი წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება და ძალადობრივ ქმედებებზე რეაგირება ექნება.
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, წინა წლების პრაქტიკის მიხედვით, საარჩევნოდ გამოვლენილი ძალადობრივი ქმედებების გამო არავინ დასჯილა.
"სახალხო დამცველი აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს და ძალადობის თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით გვაქვს რეაგირება. სამწუხაროდ უკვე დაფიქსირდა ძალადობრივი ანგარიშსწორების ფაქტები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ასევე ისმის ინფორმაცია პირადი ცხოვრების გამოყენებით პირების დაშინების შესახებ, ამ საკითხშიც ვართ ჩართული და შესაბამის უწყებებს მივმართავთ და მოვიძიბეთ ინფორმაციას, რამდენად სწორად, ობიექტურად და დროულად ხდება ამ დანაშაულების გამოძიება,"- აცხადებს ნინო ლომჯარია.