20 აპრილი 2024,   06:57
ვრცლად
თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ნაწილი უახლესი სპორტული ინვენტარით აღიჭურვება

თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ნაწილი უახლესი სპორტული ინვენტარით აღიჭურვება. მაღალი ხარისხისა და ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე გათვლილი სპორტული ინვენტარი საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა ქვედანაყოფში დამონტაჟდება.

საქართველოს თავდაცვის ძალების ბაზებზე სპორტული დარბაზების განახლება და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა სამხედროებში ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ქვედანაყოფებში სხვადასხვა სპორტული სახეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში იმყოფებოდა, სადაც სამხედრო ბაზის უახლესი სპორტული ინვენტარითა და თანამედროვე სანტექნიკით აღჭურვის პროცესს პირადად გაეცნო.

უწყების წარმომადგენლებმა ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ (იტალიური Technogym, FERRO, გერმანული DHZ FITNESS, ამერიკული MATRIX) წარმოებული მაღალი ხარისხის სავარჯიშო მოწყობილობები დაათვალიერეს.

დღის ამბები