25 აპრილი 2024,   21:18
ვრცლად
საბა გოგშელიძის ადვოკატი საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით მზადყოფნას გამოთქვამს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესის პარალელურად  ჩანიშნულია 11 სრულწლოვანი პირის პროცესიც. სასამართლო სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი დაკავებულების ადვოკატებმა გააკეთეს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული საბა გოგშელიძის ადვოკატი არჩილ დეკანოზიშვილი საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით მზადყოფნას გამოთქვამს. მისი თქმით, საპროცესო გარიგების შემთხვევაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზადაა დუმილი დაარღვიოს და აღიაროს ბრალი, რომელიც მას 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი.

"ჯერჯერობით არ ყოფილა მოლაპარაკება საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით. მოლაპარაკების შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან არის მზაობა," - აცხადებს ადვოკატი არჩილ დეკანოზიშვილი.

ირაკლი წაქაძის ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი ამბობს, მოხდება თუ არა საპროცესო გარიგება მისთვის ჯერჯერობით უცნობია. მისი თქმით, დაცვის მხარე აღნიშნულთან დაკავშირებით წინასასამართლო პერიოდის გასვლის შემდეგ ჩამოყალიბდება.

დღის ამბები