03 ოქტომბერი 2024,   19:33
ვრცლად
„საბას“ 2014 წლის გამარჯვებულები

ლიტერატურული პრემია „საბა“ ზვიად კვარაცხელიას გადაეცა წიგნისთვის „ფომა 100“. დაჯილდოების ცერემონია 22 სექტემბერს რუსთაველის თეატრში გაიმართა და 10 ნომინაციაში გამარჯვებული დასახელდა.

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტისთვის დაჯილდოვდა ლია ლიქოკელი კრებულისთვის „დევის ცოლის სიცილი“, საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - თამაზ კვაჭანტირაძე („განსჯანი“). ნომინაციაში საუკეთესო თარგმანი ჯილდო გადაეცა გიორგი გოკიელდ (ლუის კეროლის „ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში“),  საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა - გოგი გვახარიას, (ცრემლიანი სათვალე); საუკეთესო პიესა - დავით გაბუნია (პიესები); საუკეთესო პროზაული კრებული - არჩილ ქიქოძე („ჩიტის და კაცის ამბავი“); საუკეთესო პოეტური კრებული - ეკა ქევანიშვილი („სახლის გაყიდვა“); ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი - დონალდ რეიფილდი (ოთარ ჭილაძის "აველუმი" ინგლისური თარგმანი); პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა დავით წერედიანს.

2014 წელს საბას საპრემიო ფონდი 44 ათას ლარს შეადგენდა. ლიტერატურული პრემია ყოველწლიურია, ის 2003 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი გასული ერთი წლის საუკეთესო წიგნების გამოვლენაა.   

დღის ამბები