26 აპრილი 2024,   13:56
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მას საარჩევნო კოდექსით წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალება - "სამართლიანი არჩევნების" ანგარიში

წინასაარჩევნო პერიოდში, არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა დაუშვებელია - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი და ასევე აღნიშნულია, რომ მსგავსი ფაქტი, საქართველოში წინასაარჩევნოდ მიხეილ სააკაშვილის ჩართულობის გამო დაფიქსირდა. 

"კამპანიაში ჩართულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მას წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა კანონით ეკრძალება. დარღვევას წარმოადგენს ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, საარჩევნო კოდექსით, მას ეკრძალება წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა და ზოგადად, არჩევნებში მონაწილეობა,"- აცხადებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე.

დღის ამბები