17 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
ნინო ბურჯანაძე პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად ფოთის ამომრჩეველს შეხვდა

"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად ფოთის ამომრჩეველს შეხვდა.

შეხვედრაზე ფოთში აფხაზეთიდან ჩასახლებული დევნილები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ტერიტორიული მთლიანობის და აფხაზეთში დაბრუნების მოლოდინზე ისაუბრეს.

ფოთის მოსახლეობამ მწვავე პრობლემად ახალგაზრდებისათვის სამუშაო ადგილები არქონა გამოყო, რომლის გამო ქალაქი დაცარიელდა.

ნინო ბურჯანაძემ საკუთარ მხარდამჭერებს პარტიის საარჩევნო პროგრამის რამდენიმე ძირითადი მიმართულება გააცნო, როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ, ასევე სოციალურ-ეკონომიკურ დარგში თუ რას გააკეთებს პარტია "ერთიანი საქართველოს" გამარჯვების შემთხვევაში.

ნინო ბურჯანაძემ ფოთის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, საპორტო ტერმინალების დატვირთვაზე და დასაქმების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

დღის ამბები