09 სექტემბერი 2026,   10:21
ვრცლად
თავდაცვის ბიუჯეტი 95 მილიონით იზრდება - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე მომავალი წლის ბიუჯეტზე მსჯელობენ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი  მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტთან დაკავშირებით დეტალურად საუბრობს. სესიაშვილი მიიჩნევს, რომ თანხები, რომელიც გათვალისწინებულია მომავალი წლის ბიუჯეტში, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას აამაღლებს.

სესიაშვილი აცხადებს, რომ ბიუჯეტი პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქვეყნის წინაშე დგას.

"ეს არის მთავარი საფინანსო დოკუმენტი და როგორც წინა წლები გვიჩვენებს არის პირველადი ვერსია და ცხადია ამაზე მოგვიწევს მუშაობა. თავდაცვის ბიუჯეტი იზრდება 95 მილიონით, ასევე სხვა უწყებების ბიუჯეტებს, საიდუმლო შესყიდვებს და ოპერაციებს განვიხილავთ ნდობის ჯგუფის ფორმატში და აქაც ყველა უწყების წარმომადგენელს ექნება საშუალება, რომ თავიანთი ბიუჯეტები წარმოადგინონ," - განაცხადა სესიაშვილმა. 

პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვას იწყებს. ამ წუთებში პროექტზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე მსჯელობენ. დღესვე გაიმართება ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა.

მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა საკომიტეტო ფორმატში 16 ოქტომბრამდე უნდა მოესწროს.

დღის ამბები