03 ოქტომბერი 2024,   19:34
ვრცლად
უკანონო აბორტის გამო სანქციები მკცარდება

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ 23 სექტემბერს პარლამენტს უკანონო აბორტებზე გამკაცრებული საქნციები წარუდგინა. მისი თქმით, უკანონო აბორტებზე გამკაცრებული სანქციები დანაშაულის სიმძიმის შესაბამისია. აბორტებთან დაკავშირებით ცვლილებები სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შედის.

უკანონო აბორტი ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 300 საათამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით 1-დან 2 წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი უკანონო აბორტისათვის მსჯავრდებულის მიერ, ან რამაც გამოიწვია შვილოსნობის სამუდამოდ მოშლა, ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 5 წლამდე. უკანონო აბორტი რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 6 წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით 3 წლამდე.

დიმიტრი ხუნდაძის ცნობით, 2012 წელს აბორტების საერთო რაოდენობის მხრივ 40 ათასი აბორტი დაფიქსირდა, რაც მხოლოდ რეგისტრირებული აბორტების მაჩვენებელია. მისივე თქმით, არ არსებობს არარეგისტრირებული აბორტების ამსახველი მონაცემები. სავარაუდო გათვალებით კი, დღეში დაახლობით 100-150 აბორტი კეთდება. როგორც დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, ყოველი ხუთი ორსულიდან სამი აბორტს იკეთებს.  

დღის ამბები