გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების ნაწილში, ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა და სასამართლო, ახლა უკვე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაზე გადავიდა.
პროცესზე ბრალდებულებმა ჩვენება არ მისცეს.
"ბრალდების მხარემ ამოწურა მტკიცებულებების გამოკვლევა და მოხსნა ბრალდებულები გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმეზე, როგორც მოწმეები. ჩვენ ვითხოვეთ ისინი გამოიძახონ, დაიკითხონ სასამართლოში, მიაწოდონ სასამართლოს ინფორმაცია, რასაც ფლობენ, შესაბამისად მომდევნო სხდომაზე მოხდება მათი გამოძახება, პოზიციის გამორკვევა და თუ მისცემენ ჩვენებას, ისინი დაიკითხებიან, როგორც დაცვის მხარის მოწმეები," - აღნიშნავს გიორგი მერაბიშვილის ადვოკატი როსტომ კერესელიძე.
"ბრალდებულებმა და კანონთან კონფლიქტში მყოფმა არასრულწლოვნებმა, იმ მოტივით, რომ დამატებითი კონსულტაცია სჭირდებოდათ, არ მისცეს სასამართლოს ჩვენება და შემდეგ პროცესზე სავარაუდოდ დაიკითხებიან უკვე როგორც დაცვის მხარის მოწმეები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მტკიცებულებებით, რაც წარმოადგინა ბრალდების მხარემ და გამოიკვლია სასამართლომ, დასტურდება თითოეული არასრულწლოვანის დამნაშავეობა წარდგენილ ბრალდებაში და გვაქვს მოლოდინი, რომ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი,"- აცხადებს საქმის პროკურორი ნანა გუგუტიშვილი.