19 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
საქართველოში COVID-19-ის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გამოჯანმრთელდა 292 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ - stopcov.ge-ზე განახლდა. 

ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 13521- ს შეადგენს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 292-ით გაიზარდა და განკურნებულთა მონაცემი 7159 გახდა.

დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში - იმყოფება 5 590 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია 1393 ადამიანი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

დღის ამბები