სამეგრელოში კორონავირუსის 91 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულებს შორის უმეტესად ფოთის ტექსტილის თანამშრომელბი არიან და მათი რაოდენობა 56-ს შეადგენს.
ზუგდიდში ინფიცირებულია 33 პირი, ისინი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. ინფიცირებულია აბაშის ევექსის კლინიკის ექიმიც, რომლის კონტაქტებს ეპიდემიოლოგები იკვლევენ.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკა ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს ელოდება, ასევე, საავადმყოფოში მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა, სავარაუდოდ, კლინიკა ფუნქციონირებას გააგრძელებს.
ამ დროისთვის, სამეგრელოს რეგიონში 253 პირია ინფიცირებული, მათ შორის, 10-მდე სამედიცინო პერსონალია. ბოლო 24 საათში რეგიონში 14 ადამიანი გამოჯანმრთელდა.