03 მაისი 2024,   14:42
ვრცლად
კონფლიქტი ყარაბაღში - აზერბაიჯანი და სომხეთი თავდასხმების შესახებ იუწყებიან

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დილით აზერბაიჯანის რეგიონებზე იერიში მიიტანეს. სომხეთი კი აზერბაიჯანელი სამხედროების მხრიდან თავდასხმის შესახებ იუწყება. მათი განცხადებით, არის მსხვერპლი.

კონფლიქტთან დაკავშირებით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ირანელ და თურქ კოლეგებთან. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე აგრესია დაგმო და სომხეთის ჯარების ყარაბაღიდან გასვლის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი რეგიონში ვითარების ესკალაციის გამო შეშფოთება გამოთქვა.

მხარეებს კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. მაიკ პომპეომ ყარაბაღის კონფლიქტში ჩართულობის გამო თურქეთიც გააკრიტიკა.

დღის ამბები