26 აპრილი 2024,   13:45
ვრცლად
პარიზში სკოლის პედაგოგს თავი მოკვეთეს - ერთ-ერთი ლიკვიდირებული ეჭვმიტანილი მოსკოვშია დაბადებული

საფრანგეთში სკოლის მასწავლებლის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ოთხი ადამიანი დააკავეს. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

გუშინ, პარიზის გარეუბნში, სკოლის პედაგოგს თავი მოკვეთეს. თვითმხილველები აცხადებენ, რომ შემთხვევის დროს დამნაშავე "ალაჰ აკბარს" სკანდირებდა. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილს დაკავების დროს გაწეული წინააღმდეგობისას ესროლეს და ის მოგვიანებით გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით თავდამსხმელი ჩეჩენი ეროვნების ახალგაზრდაა, რომელიც 2002 წელს მოსკოვში დაიბადა. მედიის ცნობით, მასწავლებელი გაკვეთილზე გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრობდა წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურასთან დაკავშირებით, რომლის ჟურნალ "შარლი ებდოში" გამოქვეყნებასაც მუსულმანების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა პარიზში მომხდარ მკვლელობას "ისლამისტური ტერაქტი" უწოდა.

დღის ამბები