14 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
ზუგდიდის პოლიციაში ყოფილი მძევლების გამოკითხვა გრძელდება

ზუგდიდის პოლიციაში ყოფილ მძევლების გამოკითხვა გრძელდება. ამ დროისთვის პოლიციის შენობა შვიდმა ადამიანმა უკვე დატოვა.

"კურიერი" შეეცადა მათთან გასაუბრებას, თუ რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა მათი ადგილიდან გაყვანა ორგანიზებულად მოხდა და არცერთ მათგანს, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

პოლიციაში ამ დრომდე გამოკითხვაზე იმყოფება ირაკლი კვარაცხელია, მეშვეობითაც "საქართველოს ბანკში" შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი მედიასთან კონტაქტზე გამოვიდა. 

 

დღის ამბები