03 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
ოლიმპიური ცეცხლი კახეთშია [ფოტორეპორტაჟი]

ოლიმპიური ცეცხლი საქართველოში მოგზაურობას განაგრძობს. დღეს პირველად ცეცხლი კახეთში ჩაიტანეს. ოლიმპიური ცეცხლის კახეთში მოგზაურობა საგარეჯოდან დაიწყო. 

საგარეჯოში ამ წუთებში კი საზეიმო კონცერტი მიმდინარეობს რომელშიც სხვადასხვა თაობის ქართველი ვარსკვლავები ღებულობენ მონაწილეობას. 

ლაგოდეხში  მეჩირაღდნები ალექსი ახვლედიანი და ევროინტეგრაციის მინისტრი დავით ბაქრაძე იყვნენ. 

ოლიმპიურ ცეცხლს ხვალ დედოფლისწყაროში ზეგ კი სიღნაღში ჩაიტანენ. 

ოლიმპიურმა ცეცხლმა საქართველოში მოგზაურობა ბათუმიდან დაიწყო. 

ოლიმპიური ჩირაღდანი მთელ საქართველოს მოივლის, ჩავა 67 ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, სადაც მოეწყობა ოლიმპიური ცეცხლის დახვედრისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტები. 

14 ივლისს კი ოლიმპიური ცეცხლი თბილისში შემოვა.

 

 

 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები