03 მაისი 2024,   20:46
ვრცლად
პარტია "პროგრესული საქართველოს" წევრის ინფორმაციით, მას ცეცხლი უცნობმა პირმა გაუხსნა

სროლა ტექნიკურ უნივერსიტეტთან - პარტია "პროგრესული საქართველოს" წევრის ინფორმაციით, მას ცეცხლი უცნობმა პირმა გაუხსნა.

გიორგი კვაბზირიძის განცხადებით, უცნობი მას მოუწოდებდა, პოლიტიკიურ საქმიანობას ჩამოშორებოდა. კვაბზირიძე პოლიციამ უკვე გამოკითხა.

"შემომესმა ხმა - პოლიტიკას შეეშვი ბიჭო. იყო გასროლის ხმა, ვუკავშირებ იმ საქმიანობას, რასაც ჩვენი პარტია ეწევა, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ახალ ენერგიას იკრებს. არ ვაპირებ, რომ პოლიტიკას შევეშვა, ამ ძალას ვერაფერი შეაჩერებს,"- აცხადებს პარტია "პროგრესული საქართველოს" გენერალური მდივანი გიორგი კვაბზირიძე

"რაც შეეხება პოლიციის მოქმედებას, ადგილის დათვალიერების ოქმში ჩაწერეს უპრეცენდენტო სიტყვა, ადგილის დათვალიერების დროს, არ არსებობის გამო ტყვია ვერ იქნა ამოღებული. სავარაუდოდ პოლიციის განწყობა არის, როგორმე საქმე შემოდონ თაროზე,"- აცხადებს გიორგი კვაბზირიძის ადვოკატი კახაბერ მუმლაძე.

დღის ამბები