მეცნიერულად დადასტურებულია, რომ თამბაქოს მოხმარება ადამიანზე მომაკვდინებელ ზეგავლენას ახდენს, თუმცა მისი მომხმარებელი საქართველოში ძალიან ბევრია. თამბაქოს მომხმარებელთა მიმართ კი სახელმწიფო არანაირ ღონისძიებებს არ ატარებს.
ამის პარალელურად ქვეყანაში მკაცრად ისჯება მარიხუანას მოხმარება. კანონი ძალიან მკაცრია და ის არავის პატიობს მარიხუანას მოხმარებას.
მარიხუანას მოწევის შემთხვევაში მოქალაქეს 1-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება, რის გამოც შესაძლებელია ეს ადამიანი ციხეში მკვლელების, მძარცველებისა და მოძალადეების გვერდით აღმოჩნდეს.
მარიხუანას მომხმარებლის დაჭერა, რომ გამოსავალი არ არის მეცნიერებათა დოქტორიც ადასტურებს. გვანცა ფირალიშვილი ამბობს, რომ ხანდახან მარიხუანა უწყინარი ბალახია.
მედიკოსები და ფსიქოლოგები კი ამბობენ, რომ მარიხუანას სისტემური მოხმარება ადამიანის ორგანიზმში სერიოზულ ფიზიკურ და ფსიქიკურ გართულებებს იწვევს.
მარიხუანას დეკრიმინალიზაცის მოთხოვნით საქართველოს რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა ხოლო პარლამენტში ახალი კანონის პროექტი დარეგისტრირდა.
ავტორი: გიორგი გვიშიანი